ხალხის აზრით
ვინ უნდა იყოს საპატიო ახალციხელი?

ვინ შეიძლება გახდეს საპატიო ახალციხელი - საკრებულოს დადგენილების მიხედვით, საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან სხვა საქმიანობით აქვს განსაკუთრებული დამსახურება ახალციხის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს წინაშე, მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს განვითარების საქმეში.

თვითმმართველობაში თვლიან, რომ ეს ჯილდო ღვაწლმოსილი პირების დამსახურების აღიარებაა. ახალციხელებს ვკითხეთ, ვინ უნდა გადეს ყოველწლიურად საპატიო მოქალაქე - ადგილობრივები ამბობენ, რომ წოდება გამორჩეული წარსულისა და საქმიანობის ადამიანებს უნდა მიენიჭოთ, რომლებსაც ხალხი შეარჩევს.
| Print |