ხალხის აზრით
"წინასწარ აჩვევენ ხალხს" - ახალციხელები საპენსიო ფონდის შესაძლო გაუქმებაზე

საპენსიო ფონდი შესაძლოა წაგებაზე გავიდეს ან საერთოდ გაკოტრდეს, 1 285 000 მოქალაქის მიერ ფონდში ყოველთვიურად შეტანილი თანხა კი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ამის ერთ-ერთ მიზეზად, თავად საპენსიო სააგენტო, ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს ასახელებს. მოქალაქეების მიერ ფონდში შეტანილი თანხა, ყოველდღიურად სულ უფრო უფასურდება.

სააგენტოში ამბობენ, რომ მათ უკვე შეიმუშავეს დაზღვევის მექანიზმები თუმცა, მის ეფექტურობას ეკონომისტები ეჭვქვეშ აყენებენ. საპენსიო ფონდში განმარტავენ, რომ ინფლაცია გლობალური გამოწვევების ბრალია. ეკონომისტები კი თვლიან, რომ მექანიზმები, რომლებსაც სააგენტო წარადგენს, არ მუშაობს.

მოსახლეობის ნაწილი რეფორმის მიმართ უნდობლადაა განწყობილი, ნაწილი კი იმედოვნებს, რომ პენსიაში გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხა დაუბრუნდება.

რას ფიქრობენ ახალციხელები საპენსიო ფონდის შესახებ, "მეცხრე არხმა" ადგილობრივები გამოკითხა.
| Print |