ხალხის აზრით
ვინ არის საქართველოში ოლიგარქი?
ვის გულისხმობს ევროკომისია ოლიგარქში, როცა რეკომენდაციებში „დეოლიგარქიზაციის“ განხორციელების რეკომენდაციას გასცემს - 12 პუნქტიან ჩანაწერში ერთ-ერთი ამ საკითხს ეხება. ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს “დეოლიგარქიზაციის” ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დასაკუთრებული ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით.

ეს ჩანაწერი საქართველოში სხვადასხვანაირად გაიგეს. ხელისუფლება ამბობს, რომ ოლიგარქები ‘ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები - მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი და ყოფილი მაღალჩინოსნები არიან, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ევროკომისია ოლიგარქში ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდა. ამ საკითხზე განმარტება რამდენიმე ევროპარლამენტარმა გააკეთა. ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ ერთადერთი ოლიგარქი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია, მსგავსი განცხადება გააკეთა რასა იუკნევიჩიენემ.

ბორჯომში მოსახლეობას ვკითხეთ, ვინ არის საქართველოში ოლიგარქი.

| Print |