ხალხის აზრით
"უბრალო შრომას ფასი არ აქვს" - რას ფიქრობენ ახალციხელები კარტოფილის ფასის კლებაზე

ბოლო ერთი კვირაა საქართველოში კარტოფილი ფასი მინიმუმამდე დაეცა. ამჟამად, კილოგრამის ფასი 60 თეთრი ღირს, ერთი წლის წინ ამავე პერიოდში კი პროდუქტის ღირებულება 1,30 ლარს შეადგენდა.

ახლციხელების თქმით, საქართველოში გლეხის შრომას ფასი არ აქვს. სოფლის მოსახლეობას განსაკუთრებით კარტოფილის დაბალი ფასი აღელვებთ.

ამბობენ, რომ წინა წელთან შედარებით ბოსტნეულის ღირებულება განახევრებულია, მაშინ როცა სხვა პროდუქციაზე ფასები იზრდება.
| Print |