ხალხის აზრით
გაძვირდა თუ არა ბინები ახალციხეში?

როგორც მშენებარე, ასევე დასრულებული ბინების გაძვირება გარდაუვალია - სამშენებლო ბაზარზე ფასების მორიგ ზრდას აანონსებენ. როგორ შეიცვალა ბოლო პერიოდში სამშენებლო მასალების ღირებულება და როგორ აისახება გაძვირებული იპოთეკური სესხები უძრავი ქონებს რეალიზაციაზე? ყიდვა-გაყიდვასთან ერთად გაძვირდა ბინის გაქირავების ფასიც. მას შემდეგ, რაც რუსეთს უკრაინაში ომის გამო სანქციები დაუწესეს, რუსეთის ბევრი მოქალაქე დროებით თუ სამუდამოდ სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრა, მათ შორის ჩამოვიდნენ საქართველოშიც, რამაც ბინის ქირაზე ფასი მინიმუმ გააორმაგა. გაძვირდა თუ არა ბინის ფასი ახალციხეში და რას ფიქრობენ ადგილობრივები, "მეცხრე არხმა" ახალციხელები გამოკითხა.
| Print |