რეგიონი
,,ღაზის სექტორში ოპერაცია „გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ - ისრაელი
ისრაელი დათანხმდა ეგვიპტის ინიციატივას 7 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან ღაზის სექტორში ზავის გამოცხადების შესახებ. ამის შესახებ Reuters-ს ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურში საკუთარმა წყარომ განუცხადა.

სააგენტოს ცნობით, ახლა ეგვიპტელი შუამავლები პალესტინური მხარის პასუხს ელოდებიან. იმის თაობაზე, რომ ისრაელი ზავის გამოცხადებაზე მოლაპარაკებებს მართავს, გამოცემა The Jerusalem Post-იც წერდა.

ისრაელის ხელისუფლებას ან დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ხელმძღვანელობას ზავთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ოპერაცია „გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.

პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ პირდაპირი მუქარის შემდეგ, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფების სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია დაიწყეს.

ტერორისტული დაჯგუფება ისრაელს თავდასხმით ემუქრებოდა „დასავლეთ სანაპიროზე“ მისი ლიდერის დაპატიმრების საპასუხოდ. 6 აგვისტოს „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ისრაელის არმიამ პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაური, ტაისირ ჯაბარი გაანადგურა. საჰაერო დარტყმების შედეგად, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია 20-მდე ტერორისტი.

| Print |