რეგიონი
რუსულმა უპილოტო თვითმფრინავებმა ოდესაზე იერიში მიიტანეს
რუსულმა კამიკაძე, უპილოტო თვითმფრინავებმა ქალაქ ოდესაზე კვლავ იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ოდესის საკრებულოს პრესსამსახურმა ტელეგრამის პოსტში განაცხადა.

"მტერმა ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობას სამჯერ დაარტყა. სამაშველო და ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება",
- ნათქვამია განცხადებაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ერთ-ერთი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
| Print |