რეგიონი
ხერსონში თავდასხსმისას დაიღუპა უკრაინის პარლამენტის ყოფილი წევრი, რომელიც „რეფერენდუმში“ ხმას აძლევდა
რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, სავარაუდო თავდასხმის შედეგად ხერსონში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უკრაინის პარლამენტის ყოფილი პრო-რუსი წევრი ოლექსი ჟურავკო.

ჟურავკომ 23 სექტემბერს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ხერსონის ე.წ რეფერენდუმში „ხმას აძლევდა“. ოკუპანტები მის სიკვდილში უკრაინას ადანაშაულებენ.

ცნობისთვის, ჟურავკო 2006 წლიდან “რეგიონების პარტიის” ფრაქციის წევრი იყო, 2015 წლიდან კი რუსეთში გაიქცა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობდა. ის ომის დაწყებიდან მხარს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უჭერდა.

შეგახსენებთ, მანამდე, 29 აგვისტოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში უკრაინის პარლამენტის ყოფილი წევრი და რუსეთთან კოლაბორაციონისტი ოლექსიი კოვალოვიც მოკლეს.
| Print |