რეგიონი
გადახდილია ასობით მილიონი დოლარი, მაგრამ სომხეთს იარაღი არ მიეწოდება - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთმა შეიარაღებაში მილიონობით დოლარი გადაიხადა, თუმცა ვალდებულება მოკავშირე ქვეყნებსაც კი არ შეუსრულებიათ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთს იარაღი არ მიეწოდება.

„არსებობს შემთხვევები, როდესაც გადახდილია ასობით მილიონი დოლარი, მაგრამ იარაღის მიწოდების ვალდებულება არ სრულდება, მათ შორის მოკავშირე ქვეყნების მიერ. ეს მტკივნეული რეალობაა და სიტუაციის საფუძვლიან გაანალიზებას საჭიროებს.

მიუხედავად ყველა ფაქტორისა, ჩვენ დავიცვათ ჩვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. დიდება ყველა იმ გმირს, ვინც იცავს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას“
, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა. 

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ხდება შორსმიმავალი და შესაძლოა არცთუ შორსმიმავალი მიზნით, რომ სომხურმა მხარემ დათმოს სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი, წავიდეს დათმობაზე თავისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე.


| Print |