ხალხის აზრით
"ჩემს სიტყვას რა ფასი აქვს?" - ახალციხელები ბიუჯეტის განხილვაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის 2023 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის განხილვა დაიწყო.

მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაში მიიღონ მონაწილეობა. "მეცხრე არხმა" ადგილობრივებს ჰკითხა აპირებენ თუ არა ბიუჯეტის განხილვის პროცესში ჩართვას.

გამოკითხულთა უმრავლესობას ამ შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს და არც სხდომებზე დასწრებას გეგმავს.
| Print |