ხალხის აზრით
როგორი იყო 2022 წელი - შეფასებები ახალციხიდან

2022 წელი ბოლო დღეებს ითვლის, წლის შეჯამება კი ახალციხის მაცხოვრებლებს ვთხოვეთ.

გამოკითხულთა ნაწილისთვის ეს წელი უხვმოსავლიანი აღმოჩნდა. მოქალაქეების უმრავლესობა კი წლევანდელ წელს რთულად აფასებს და ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე უდიდესი გავლენა იქონია. გაძვირდა პროდუქტი და წამლები, ეს ყველაფერი მათ ბიუჯეტზე და განწყობაზეც აისახა.

ახალ წელს უხალისოდ და ხელმომჭირნედ ხვდებიან და 2022-ს უკეთესი მომავლის იმედით ემშვიდობებიან.
| Print |