ხალხის აზრით
როგორ ხვდებოდით ახალ წელს ბავშვობაში?

ახალი წელი ყველასთვის ჯადოსნურობასთან, საჩუქრებთან, სიყვარულთან, ოჯახთან და თბილ გარემოსთან ასოცირდება. ყველა ემოცია ასმაგდება მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხებათ. დღესასწაულები ბავშვებისთვის ხომ ყველაზე კაშკაშა და ფერადი დღეებია.


„მეცხრე არხმა“ ახალციხელებს ჰკითხა როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს ბავშვობაში, რა ენატრებათ ყველაზე მეტად და რას ისურვებდნენ მომავალი 2023 წლისთვის.

რა გასაკვირია, რომ ყველა მათგანი ბავშვობას სიყვარულით და ღიმილით იხსენებს, ნატრობს, რომ ცოტა ხნით მაინც დაბრუნდეს ბავშვობაში და გულწრფელი ემოციებით გვისურვებს ბედნიერ 2023-ს.
| Print |