ხალხის აზრით
ტენდერებში ნაღდად არის კორუფცია - ახალციხელები კორუფციის მაჩვენებელზე

"ქართულმა ოცნებამ" ანტიკორუფციული ბიურო ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში შექმნა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებაა. ბიუროს უფროსად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა.

ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე გამოსვლისას პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 და ნატოს წევრ 13 ქვეყანას. კორუფციის აღქმის ინდექსის გასული წლის კვლევით საქართველო 180 ქვეყნიდან 41-ე ადგილს იკავებს - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად, ადგილობრივი ხელისუფლებაც ფიქრობს, რომ ქვეყანაში კორუფცია მინიმუმადეა დასული. რა დონეზეა კორუფცია საქართველოში - მეცხრე არხმა ახალციხელები გამოკითხა.
| Print |