ხალხის აზრით
რა გიჯდებათ სააღდგომო სუფრა? - ახალციხელები გაძვირებულ პროდუქტზე

ახალციხის ცენტრალურ ბაზარში, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად მომხმარებელთა რაოდენობამ და პროდუქტზე ფასებმაც მოიმატა.

ახალციხის ბაზარში მყიდველებიც და გამყიდველებიც ამბობენ, რომ სააღდგომოდ ზოგიერთ პროდუქტებზე ფასი მცირედით, ნაწილზე კი თითქმის გაორმაგებულია. ფასი სააღდგომოდ მომატებულია ქარხნული კვერცხსა და ენდროზე.

კვერცხის შესაღებად საჭირო ერთი კონა ენდროს ფესვების შეძენა 70 თეთრიდანაა შესაძლებელი. ხოლო ფხვნილი, რომელიც კვერცხს სხვადასხვა ფერად ღებავს, ერთი შეფუთვა 60 თეთრი ღირს.
| Print |