ხალხის აზრით
რა პრობლემები აქვთ სოფლად? - ახალციხელების მოსაზრებები

სასმელი და სარწყავი წყალი, სანიაღვრე არხები, სასოფლო ტექნიკა, დაცლილი სოფლები და ემიგრაციაში წასული მოსახლეობა, გრძელვადიანი და უპროცენტო სესხები - ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ პრობლემების, რასაც ახალციხის სოფლებში მოსახლეობა ითხოვს.

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად სოფლებში პრობლემებიც იმატებს.

რა სჭირდებათ სოფლებში დღეს ყველაზე მეტად - მეცხრე არხმა ადგილობრივები გამოჰკითხა.
| Print |