ხალხის აზრით
მე რომ ,,დაჟე“ უფულოდ თვითმფრინავში დამსვა, უკან მოვალ - რას ფიქრობენ ახალციხეში უვიზო მიმოსვლაზე

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა გააპროტესტეს პოლიტიკური პარტიების და მათი ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა. „ჯორჯიან ეარვეისმა", რომელმაც თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირი ფრენები დაიწყო, 16 მაისს პროტესტის ერთ-ერთი ადრესატი იყო.

ქართველი ხალხის შეშფოთებას სამართლიანი უწოდა აშშ-ს ელჩმა საქართველოში. კელი დეგნანის თქმით, ,,გასაგებია, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული, რატომ სურთ, იცოდნენ, რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში. რას ფიქრობენ ახალციხეში რუსეთში, პირდაპირი ავიარეისებისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ, მეცხრე არხმა ადგილობრივები გამოკითხა.
| Print |