ხალხის აზრით
როგორ ვრცელდება ჩუტყვავილა და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის?

ახალციხეში ჩუტყვავილა გავრცელდა. ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა როგორც სკოლებში, ასევე ბაგა-ბაღებში. კლინიკა „იმედში“ განმარტავენ რომ ამ დროისთვის ჩუტყვავილით დაინფიცირებულ პაციენტებს მათთვის არ მიუმართავთ. ხშირი მიმართვიანობა არც ევექსის ახალციხის ფილიალში დაფიქსირებულა.

მედიკოსების თქმით, ჩუტყვავილა — ბავშვთა ასაკის მწვავე ვირუსული დაავადებაა. ვირუსი გარემოში უმალვე იღუპება, ამიტომ ავადმყოფის ნივთებით და მესამე პირით ინფექცია არ ვრცელდება.

როგორ ვრცელდება ვირუსი და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის? - "მეცხრე არხმა" ადგილობრივები გამოჰკითხა.
| Print |