ხალხის აზრით
რა სჭირდება დიდი პამაჯის მოსახლეობას? - ხალხის აზრით

ახალციხის სოფელ დიდ პამაჯს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 16 000 ლარი შეხვდა, დამატებით, 30 ათას ლარამდე თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. მცირე ბიუჯეტი მხოლოდ ერთი პროგრამის დაფინანსების საშუალებას იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ბევრი პრობლემაა. რა სჭირდება დიდი პამაჯის მოსახლეობას - ამ კითხვაზე ადგილობრივები სხვადასხვა პასუხს იძლევიან.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" 2007 წლიდან ხორციელდება. სოფლებს მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების დამოუკიდებლად განხორციელების საშუალება ეძლევათ.

პროგრამის მთავარი მიზანია, მოსახლეობას თავისი ჩართულობით ის პრიორიტეტები განესაზღვრა, რომლითაც შემდეგ პროექტებს შეარჩევენ. 

„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით ყველაზე ხშირად ფინანსდება შიდა სასოფლო გზები, შიდა განათება, შემოღობვა, წყაროების მოპირკეთება, სკვერების მოწყობა, მინი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ა.შ.
| Print |