ხალხის აზრით
რას ფიქრობს ეს ჩემი პატარა ქვეყანა, ,,ზათი" რა დავრჩით - ახალციხის სოფლებში არჩევნებს აფასებენ

ახალციხის სამი სოფლის მაცხოვრებლებს ვკითხეთ, რა იციან ელექტრონულ არჩევნებზე, რომელ საარჩევნო სუბიექტებს იცნობენ, რას ფიქრობენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და რისი შეცვლა სურთ საკუთარ თემში.

70 წლის მურმან პაპიძე ამბობს, რომ თვალს ადევნებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და კარგად იცნობს პოლიტიკურ პროცესებს. ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, ემიგრაციას ასახელებს.

მოსახლეობისგან დაცლილ სოფლებში ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემაცაა. ცხოვრების მძიმე პირობებს გაურბიან ახალგაზრდები ქალაქში ან საზღვარგარეთ.
| Print |