"ახალგაზრდული შოუ" - მომავალი თაობის ჯანსაღი არჩევანი

გზა მოყვარული სპორტსმენობიდან პროფესიონალ მორაგბემდე და გოგონების ინტერესი ფეხბურთის მიმართ - დღევანდელ გადაცემაში სპორტის ამ ორ სახეობაზე ვსაუბრობთ. ორივე სპორტს რეგიონში გარკვეული სირთულეები და გამოწვევები ახლავს, თუმცა სპორტსმენებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესი უმთავრესი არჩევანია.

"ახალგაზრდულ შოუს" სტუმრები არიან: სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ "ტაო"-ს მორაგბე ნიკა კაპანაძე და ქალთა საფეხბურთო კლუბ "ზარზმა"-ს ფეხბურთელი ეთო მერაბიშვილი.
| Print |