"ახალგაზრდული შოუ" - თოჯინების ჯადოსნურ სამყაროში

თოჯინების თეატრში, ბავშვების თვალწინ ზღაპრული სამყარო ცოცხლდება. თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ ამჩნევს, როგორ ხდება ეს ჯადოსნობა. სინამდვილეში ეს ძალიან ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მათ შორის არიან ჩვენი სტუმრებიც. ახალციხის თოჯინების თეატრის მსახიობები მოგვიყვებიან რა სირთულეები ახლავს თოჯინური წარმოდგენის გამართვას და რა ემოციები ეუფლებათ, როცა ბავშვების ბედნიერ სახეებს ხედავენ.

თოჯინური წარმოდგენის ჯადოსნურ სამყაროზე მსახიობები მალხაზ შაყულაშვილი და ქრისტინე ინასარიძე გადაცემაში "ახალგაზრდული შოუ".
| Print |