დიალოგი – გიორგი კოპაძე განცხადებას უარყოფს
ახალციხის ყოფილ მერს, სამივე ინსტანციის სასამართლო, ოპონენტის მისამართით გაკეტებული განცხადების საჯაროდ უარყოფა დაავალა.

ორწელიწადნახევრის წინ, 2015 წლის 10 დეკემბერს, "მე–9 არხის" პირდაპირ ეთერში, ახალციხის მაშინდელ მერსა და საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გიორგი კოპაძის მიერ, ჯიმშერ გოგლაურის მისამართით გაკეთებული განცხადება, სამივე ინსტანციის სასამართლომ ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავად მიიჩნია.

| Print |