"დიალოგი" – ადიგენის ბიუჯეტის განხილვა მთავრობის გარეშე
17 მომხრე და 2 წინააღმდეგი. ადიგენის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი 3 783 400 ლარით დამტკიცდა. მომავალ წელს ინფრასტრუქტურული მიმართულებით 1 184 300 ლარი დაიხარჯება.

მთავარი ფინასური დოკუმენტის მიხედვით, შემდეგი პრიორიტეტი საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებასა და დანამატებს ენიჭება, რისთვისაც 2 მილიონამდე ლარია განსაზღვრული.

295 600 ლარი მოხმარდება ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებს. გადაცემაში მონაწილეობაზე, ბოლო წუთს, უარი განაცხადეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა. იმ მიზეზით, რომ მთავრობისგან კითხვებზე პასუხებს ვერ მიიღებდა, სტუდიაში აღარ მოვიდა “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი მალხაზ ბოჩიკაშვილი.

გადაცემაში მონაწილეობა, ადიგენიდან მხოლოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა თემურ ფეიქრიშვილმა მიიღო.

2015 წლის 24 დეკემბერი.


| Print |