,,დიალოგი" – ნახანძრალი ვარძია და ბერების საცხოვრებელი პირობები
რა მდგომარეობაშია ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ხანძრის შემდგომ და რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ახლა იქ.

გადავწყვიტეთ, რომ უფრო ვრცლად გიამბოთ ვარძიის გაჭვარტლულ კედლის მხატვრობაზე, კომპეტენტური პირებისგან მოვისმინოთ ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც საზოგადოებაში ხანძრის შემდეგ გაჩნდა.

გაჩვენებთ სად და როგორ პირობებში ცხოვრობენ ვარძიის მამათა მონასტრის წევრები. ჩვენი გადამღები ჯგუფი აღმოჩნდა პირველი, ვისთვისაც მონასტრის კარი გაიღო.
მოისმენთ მხარეთა პოზიციებს, საპატრიარქოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ურთიერთობაზე.

17 ნოემბერი. 2016 წელი


| Print |