სპეციალური მასწავლებლები დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ - ინკლუზიური განათლების გამოწვევები

 

სამცხე - ჯავახეთის რეგიონში 300-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა. აქედან, მხოლოდ ნახევარმა შეძლო ონლაინ გაკვეთილებში ჩართვა. ვისაც ინტერნეტით ვერ უკავშირდებიან, სპეც მასწავლებლები ცდილობენ ტელეფონით დაუკავშირდნენ.

ინკლუზიური განათლების კუთხით, სამცხე - ჯავახეთის მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ნინო ნადირაძეა. პედაგოგი ამბობს, რომ მიუხედავად მათი მცდელობისა, მხარდაჭერა აღმოუჩინონ სპეციალურ მასწავლებლებს, ონლაინ გაკვეთილები ვერ ანაცვლებს პირდაპირ კონტაქტს მოსწავლეებთან.

 


| Print |