დიალოგი - რა იციან უმცირესობებმა კორონავირუსზე

 

ახალქალაქის სოფელ აბულში, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილი მამაკაცი დაკრძალეს, ადგილობრივების ნაწილს არ სჯერა, რომ covid 19 არსებობს. პანდემიისადმი მსგავსი განწყობები აქვთ ნინოწმინდის სოფელ ყაურმაშიც, სადაც მამაკაცი საკარანტინე ზონიდან გამოუშვეს, ორ დღეში კი უკან დააბრუნეს, რადგან კოვიდინფიცირებული აღმოჩნდა.

ჯავახეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებებიდან იღებს. კორონავირუსის შესახებაც იმდენი იციან, რამდენსაც ჩრდილოელი მეზობლის ტელევიზიები გადასცემენ.

არის თუ არა საკმარისად ინფორმირებული ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა და რა გამოწვევებს წააწყდნენ ისინი პანდემიის პირობებში - ეს არის გადაცემის თემა, რომელზეც ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ.



გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |