დიალოგი - ეთნიკური უმცირესობების წვდომა ხარისხიან განათლებაზე

 

ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო ენის ცოდნა განაპირობებს ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, 2010 წლიდან ე.წ. 1+4 პროგრამა ამოქმედდა. პროგრამით მოსარგებლეები მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. ახალგაზრდები 1 წლის განმავლოვაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.

სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, პირველ წელს პროგრამით 247 სტუდენტმა ისარგებლა, 2018 წელს კი 1 231 სტუდენტმა.

ამის მიუხედავად, იზრდება იმ სომხურენოვანი აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც უმაღლესი განათლების მისაღებად სომხეთში ან რუსეთში მიდიან.

გადაცემის პირველ ნაწილში  - ეთნიკურად სომეხი სტუდენტები, მეორე ნაწილში - ახალქალაქის სამოქალაქო სექტორი, მესამე ნაწილში კი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენელი. 


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |