დიალოგი - საქართველო დეზინფორმაციის პირისპირ, ყალბი ამბები სამცხე-ჯავახეთში
საქართველო ეროვნულ, რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოების თვალსაზრისით, არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის ერთ-ერთია დეზინფორმაცია, რომელთანაც ბრძოლა ქვეყანას რამდენიმე წელია უწევს, თუმცა ყალბი ახალი ამბების რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, როცა კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა.

თუ ფეიკ ნიუსების ავტორები აქამდე აქცენტს საგარეო ურთიერთობებზე, დასავლური სამყაროს დეზინტეგრაციასა და მოქალაქეებში ნიჰილიზმის გაღვივებაზე აკეთებდნენ, ახლა პირველი და მთავარი თემა COVID19-ია. განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფი ეთნიკური უმცირესობებია, რადგან მათ არ იციან სახელმწიფო ენა, უყურებენ ძირითადად, რუსულ ტელეარხებს, შესაბამისად გაცილებით ნაკლები ინსტრუმენტი აქვთ, რომ ესა თუ ის ამბავი სანდო წყაროებთან გადაამოწმონ.



გადაცემა მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |