დიალოგი - უმცირესობების ჩართულობა საარჩევნო პროცესებში
სამცხე-ჯავახეთის ორ მაჟორიტარულ ოლქში 213 საარჩევნო უბანია, აქედან 108 უბანზე საარჩევნო დოკუმენტაცია და ბიულეტენი ორენოვანი - სომხურ-ქართულია. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ამომრჩევლის ნახევარი ეთნიკურად სომეხია.

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ უმცირესობების ჩართულობა სარჩევნო საკითხებში კვლავ პრობლემაა, ამიტომ ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ორგანიზაციები პროექტებს ახორციელებენ და ცდილობენ კანდიდატებისა და ელექტორატის შეხვედრების შედეგად, ხელი შეუწყონ ამომრჩევლის ცნობიერების გაზრდას.

მოუსმინეთ სამცხის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რა უშლის ხელს არაქართულენოვან მოსახლეობას ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში. 


| Print |