დიალოგი - ახალციხის ბიუჯეტი, ოპოზიციის შენიშვნები და ექსპერტთა რეკომენდაციები
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი წელს პირველად ისე დამტკიცდა, რომ არც ერთ მოქალაქეს ან საზოგადოებრივ ორგანიზაციას საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია. არ გამართულა პროექტის საჯარო განხილვა და ამის მიზეზად თვითმმართველობამ პანდემია და ხალხმრავლობის თავიდან აცილება დაასახელა. შედეგად, მერიის მიერ წარდგენილ პროექტს, საკრებულოს უმრავლესობამ მხარი ერთხმად დაუჭირა.

რა გვასწავლა 2020 წელმა და კორონავირუსის პანდემიამ - როგორ უნდა დაგეგმილიყო მომავალი წლის ბიუჯეტი - ეს არის გადაცემის თემა, რომელზეც ვსაუბრობთ თვითმმართველობის და ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად.


მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |