დიალოგი - მასპინძელი ბიზნესის გამოწვევები
ახალციხეში სასტუმროებს ყიდიან. სოციალურ ქსელში უკვე სამი განცხადება გამოჩნდა, სადაც წერენ, რომ მთავარ ტურისტულ უბანში - რაბათში საოჯახო სასტუმროები იყიდება.

მასპინძელ ბიზნესში ვითარება კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე გართულდა და თანადათან გაუარესდა. რთულ მდგომარეობაში მხოლოდ ტურისტების გარეშე დარჩენილი მასპინძელი ბიზნესი არ აღმოჩენილა. საზღვრების ჩაკეტვა აისახა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზეც.

პირველ ნაწილში გადაცემის სტუმრები არიან სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი და საოჯახო სასტუმროს მეპატრონე, მეორე ნაწილში კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი და "დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი.

| Print |