დიალოგი - ვაქცინაცია: საზოგადოების განწყობა და ხელისუფლების გეგმა
სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა. 18 მარტის შემდეგ, რეგიონში არავინ აცრილა. ახალქალაქის ჰოსპიტალმა 300 დოზიდან 290 უკან, თბილისში დააბრუნა. მსურველი არც სამედიცინო პერსონალს შორისაა და არც 55 წლის ზემოთ მოქალაქეებში.

როგორ აპირებს ხელისუფლება მოქალაქეების დარწმუნებას, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი საშუალებაა და რატომ უფრთხიან ექიმებიც კი იმუნიზაციას.

გადაცემის სტუმრები:
  • ბესიკ ამირანაშვილი - სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში
  • ლიკა ჯაბიძე - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსი;
  • გიორგი კამკამიძე - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორი.

| Print |