დიალოგი - სამცხე-ჯავახეთის უარი ვაქცინას
სამცხე-ჯავახეთის ექვს კლინიკაში, ვაქცინის გასაკეთებლად რეგისტრირებული პირების 90% სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები არიან. ადგილობრივები მხოლოდ, ვაქცინირებულთა 10%-ს წარმოადგენენ.

საქართველოს მასშტაბით, ვაქცინაციის ყველაზე ცოტა მსურველი სამცხე-ჯავახეთშია - ამ არასახარბიელო სურათის გამოკვეთისთანავე, რეგიონში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების და კლინიცისტების ვიზიტი დაიგეგმა. გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, ახალქალაქსა და ახალციხეში ორდღიანი საინფორმაციო კამპანია გაიმართა. სპეციალისტები ხვდებოდნენ ყველას, ვისაც მოქალაქეების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ - სასულიერო პირებს, სამედიცინო პერსონალსა და მედიას.

| Print |