დიალოგი - რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?
რა შედეგი მოჰყვა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ დაწყებულ ორთვიან უწყვეტ, სამოქალაქო პროტესტს? 

დაწესებულებაში შევიდნენ და ბენეფიციარებთან 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები;

სამი წლის შემდეგ, სალიცენზიო პირობების შესასწავლად პანსიონში შევიდა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო;

სახალხო დამცველსა და პანსიონის ახალ ხელმძღვანელ მეუფე იაკობს შორის შეთანხმება შედგა, რომლის საფუძველზეც დაწესებულების კარი ომბუდსმენისთვისაც გაიხსნება.

რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში - ამაზე გადაცემაში ბავშვთა სახლის ბენეფიციარი, სოციალური მუშაკი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი საუბრობენ.

| Print |