დიალოგი - ვინ რას იცავს მედიაზე ძალადობით
ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტი გრძელდება. მედიის წარმომადგენლები ხუთ ივნისს ნაცემი და მოგვიანებით გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეში დამნაშავის გამოვლენას და დასჯას ითხოვენ.

მოიმატა ჟურნალისტების მიმართ აგრესიამ როგორც ხელისუფლების, ისე სასულიერო პირებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან.

რა არის ამ აგრესიის მიზეზი - ამის გარკვევას ვეცდებით გადაცემაში, რომლის სტუმრები არიან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, „პალიტრანიუსის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რეგიონული მედიის წარმომადგენლები:

მაია იველაშვილი - "მეცხრე არხის" დირექტორი,
თემო ინასარიძე - "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტი,
ეკა ნოზაძე - ტელეკომპანია "ბორჯომის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი.


| Print |