დიალოგი - მერობის კანდიდატები და მათი გენდერული პოლიტიკა
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში 3 498 991 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან 46.41% კაცია, 53.59% კი ქალი.

დაახლოებით, ასეთი თანაფარდობა იყო წინა წლებშიც, თუმცა უბანზე მისულ ამომრჩევლებს თუ დავაკვირდებით, ხმის მისაცემად კაცების 61.4% და ქალების 52.07% მივიდა.

ყველაზე აქტიური 60 წლის და ზევით ასაკის ქალები არიან.

ამის გარდა, ძალიან ცოტა ქალია, რომელსაც არჩევნებში კანდიდატად სურს მონაწილეობა. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია მერობის 18 კანდიდატი, აქედან ქალი მხოლოდ ერთია.

რატომ არ დადიან ქალები არჩევნებზე, რას სთავაზობს ან არ სთავაზობს მათ არჩევნებში მონაწილე სუბიექტი. ეს კითხვა დავუსვით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს.

გადაცემა მომზადებულია პროექტის „ქალის ხმა არჩევნებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" USAID-სა და IFES-ის ფინანსური მხარდაჭერით.
| Print |