დიალოგი - არჩევნების შედეგები, დარღვევები და საჩივრები
თვითმმართველობის არჩევნები სამცხე-ჯავახეთში პირველივე ტურში დასრულდა. რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. საკრებულოებშიც უმრავლესობა მმართველმა პარტიამ მოიპოვა.

ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი გახდა 57%-ით. 13 მაჟორიტარული ოლქიდან ერთში გაიმარჯვა ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ტარიელ ტაბატაძე „ევროპული საქართველოდან“, 12 მაჟორიტარი დეპუტატი კი „ქართულ ოცნებას“ ეყოლება.

რაც შეეხება წარმომადგენლობითი ორგანოს 26 მანდატს, რომელიც პარტიებმა პროპორციული სიით მოიპოვეს. წინასწარი მონაცემებით, რვა ადგილი შეხვდება ნაციონალურ მოძრაობას, ორი - გახარია საქართველოსთვის, 16 კი „ქართულ ოცნებას“.

გადაცემის სტუმრები არიან: 

„სამართლიანი არჩევნების“ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ოფისის ხელმძღვანელი ნინო ბიბილეიშვილი,

#37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი,

პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

| Print |