დიალოგი - უარი ვაქცინაციას და ბიზნესი კოვიდგამოწვევების წინაშე
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა კი თანდათან მცირდება. იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებისთვის, საქართველოს მთავრობამ წამახალისებელი ლატარია წამოიწყო, თუმცა ამ სიახლემ აცრის მსურველთა რაოდენობა ვერ გაზარდა.

რამდენიმე დღეა საქართველოს დიდ სოფლებში ვაქცინაციის მარათონი მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან და აცრის უსაფრთხოებასა და საჭიროებაში არწმუნებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანას დამატებითი რეგულაციების ამოქმედება მოუწევს. ბიზნესი კი ამბობს, რომ კიდევ ერთხელ შეზღუდვებს ვეღარ გაუძლებს.

რა გეგმა აქვს ხელისუფლებას და რას სთავაზობენ სპეციალისტები - გადაცემის სტუმრები არიან:

  • ლევან ბაიდოშვილი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განყოფილების გამგე;
  • ვილი პაჭკორია - კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი;
  • სოფო მელიქიძე - კანტორა 19-ის დამფუძნებელი.

| Print |