ეს ქვეყანა შენია - რა იწვევს საბჭოთა სენტიმენტებს საზოგადოებაში?
რუსეთის ხელისუფლებას საბჭოთა კავშირის საზღვრების აღდგენა სურს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დიქტატურის კვალს შლიან, საქართველოში კი საბჭოთა სენტიმენტები კიდევ ჭარბობს.

ახალციხეში სტალინის სახელობის ქუჩას ვერ ელევიან, სოფელ ზიკილიაში - ბელადის მონუმენტს, არალში კი - ძეგლს და ხუთქიმიან ვარსკვლავს.

საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას 10 წელზე მეტია კანონი კრძალავს, თუმცა როგორ ჩანს, ეს კანონი ათეული წლების წინ აღმართულ საბჭოთა სიმბოლოებზე არ ვრცელდება. მიმდინარე მოვლენების ფონზე, კარგად შემონახულმა საბჭოთა მემკვიდრეობამ დიპლომატების გაოცებაც გამოიწვია.

გადაცემის სტუმრებია არიან სამოქალაქო აქტივისტი თაკო თუმანიშვილი და საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის წარმომადგენელი ჯაბა ნათენაძე.


| Print |