დიალოგი - ახალციხეში ტერიტორიული რეზერვი იქმნება, რომელიც მორგებულია სტუდენტების გრაფიკზე

ახალციხის მუნიციპალიტეტში ტერიტორიული რეზერვი შეიქმნება. ტერიტორიული რეზერვი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტია, რომელსაც ეროვნული გვარდია ახორციელებს და რომელშიც რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს 18-დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტებს 18-დან 22 წლის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4 წლიანი ანაზღაურებადი კონტრაქტი. ასევე, რეზერვისტი უზრუნველყოფილი იქნება სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მოქალაქეები გაივლიან 45 დღემდე ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას, რომელიც თანაბრად გადანაწილდება 12 თვეზე და რეზერვისტებს ხელი არ შეეშლებათ მათი ძირითადი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

გადაცემის სტუმრები: 104 ქვეითი კადრირებული ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გოჩა ბათაძე, 104 ქვეითი კადრირებული ბატალიონის შტაბის უფროსი, კაპიტანი სპარტაკ სტეფანოვი და ეროვნული გვარდიის ვეტერანი, თადარიგის ოფიცერი გიორგი ბერიძე.
| Print |