როგორი ამინდია მოსალოდნელი მომავალ უქმეებზე რეგიონში?
26 ნოემბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმული ღელვა და მაღალმთიან რეგიონებში თოვლი.

სამცხე-ჯავახეთში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 26 და 27 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 8 და 7 ღამით კი 6 და 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 12 და 8, ღამით კი 5 და 6 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 9 და 6 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 და 3. ადიგენში დღისით 8 და 4, ღამით მინუს 3 და 2 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმიანი ამინდი და მცირე თოვაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 5 და 2, ღამით 1 და 0 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 4 და 1, ღამით 0 და მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 8 და 3 გრადუსს, ხოლო ღამით 4 და 1-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 6 და 3, ღამით კი 1 და და 1 გრადუსს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 12 და 12, ღამით კი 9 და 8 გრადუსი იქნება.
| Print |