დიალოგი - კანონი "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ"

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" მეორე კანონპროექტიც. მისი ავტორიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი - "ხალხის ძალაა". კანონპროექტის დარეგისტრირებაზე პარლამენტის ბიუროს 27 თებერვლის, სხდომაზე იმსჯელეს. ამ კანონპროექტის მიხედვით, "უცხოური ძალაა" უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან პოლიტიკური პარტია, ნებისმიერი პირი ან იურიდიული გაერთიანება, რომელიც შექმნილია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ან რომელიც თავის ძირითად საქმიანობას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს.

დოკუმენტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის აგენტად" მოიაზრება, ვალდებული იქნება შესაბამისი სახელის მქონე რეესტრში დარეგისტრირდეს. კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეს არის ამერიკული კანონის ქართული ვერსია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები მიიჩნევენ, რომ წინა კანონპროექტის მსგავსად, ესეც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს.

გადაცემის თემაა ,,ხალხის ძალის“ კანონპროექტები, რომელიც უცხოეთის აგენტისა და უცხოური გავლენის აგენტის რეგისტრაციას ეხება. ვის შეიძლება მიენიჭოს აგენტის სტატუსი, რა მოხდება თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი მთავარ პროკურორს არ მიმართავს დასარეგისტრირებლად. რა შედეგების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ფიზიკური პირები, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები და რა საფრთხე ემუქრება საზოგადოებას - საკითხზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ თავმჯდომარე გიორგი ანდღულაძე.

გადაცემაში საკითხს განიხილავენ ახალქალაქში არსებული მედიაგამოცემა jnews -ის ხელმძღვანელი რიმა ღარიბიანი, ,,ხალხის ძალის" წარმომადგენელი ახალციხის საკრებულოში საბა კბილაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ,,ქართული  ოცნების" ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ტაბატაძე.


| Print |