ეს ქვეყანა შენია - პროტესტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის წინააღმდეგ

საპარლამენტო უმრავლესობამ 7 მარტს, პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ პირველი მოსმენით მიიღო.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".

რატომ უწოდებს სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს რუსულს, რა საფრთხეებს შეიცავს კანონპროექტი, რატომ გამოთქვამს დასავლეთი შეშფოთებას კანონთან დაკავშირებით და რას ფიქრობენ სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მცხოვრებლები, საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები?

დღევანდელ გადაცემაში ამ საკითხებზე ვისაუბრებთ.

გადაცემა მომზადებულია „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. კამპანიის მიზანია, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.
| Print |