დიალოგი - რას გულისხმობს არჩევნების ელექტრონული ფორმატით ჩატარება

ელექტრონული ფორმით ჩატარებული არჩევნები არის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია - აცხადებს მეცხრე არხთან სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) იურისტი. გიორგი მონიავას თქმით, არჩევნები, რომელიც 29 აპრილს ტარდება, თავისი არსით სრულად ელექტრონული არ არის, თუმცა 2 ძირითადი საკითხი ნამდვილად შეცვლილია. რამდენად მზად აღმოჩნდება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველო როგორც ტექნოლოგიური, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით მოვუსმინოთ სამართლიანი არჩევნების იურისტის გიორგი მონიავას.
| Print |