დიალოგი - კონკურსი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის

ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. პროექტი, რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, HEKS-EPER-ის მიერ ხორციელდება. კონკურსში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთიდან - ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მეწარმეებს შეუძლიათ.

რა არის პროექტის მიზანი, ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა, რას ნიშნავს ინტეგრირებული ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და როგორ შეიძლება მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებს შეუსაბამონ - ტოქ-შოუს სტუმრები არიან პროექტის მენეჯერი გიორგი თვალიაშვილი და ეკონომიკის ექსპერტი გიგლა მიქაუტაძე.
| Print |