დოკუმენტური ფილმი
მესხეთის გიდი
საფეხმავლო, სალაშქრო, სამხედრო, გასტრო და პილიგრიმული - ეს ტურიზმის ის გასავითარებელი მიმართულებებია, რომელიც ახალციხელმა გიდმა სწორედ პანდემიის დროს აღმოაჩინა. გიორგი ბერიძემ ნებისმიერი გემოვნებისა თუ ინტერესის მქონე ტურისტისთვის სავარაუდო მარშუტებიც დაგეგმა. გული სწყდება, რომ მესხეთი თავის შესაძლებლობებს სრულად ვერ იყენებს.

მეგალითური ციხეები სამხედრო და სალაშქრო ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის;

წმ. ანდრია და სიმონ კანანელის გავლილი გზები მესხეთში, სინაგოგები, მეჩეთები, კათოლიკური თუ სომხური სამოციქულო ეკლესიები, თამარ მეფის გავლილი გზა მცხეთიდან ვარძიამდე - პილიგიმებისთვის;

ჭიმური, ტენილი ყველი, სომინი პური, თუთმაჯი, ბაქმაზი და კიდევ ბევრი კულინარიული საოცრება - გასტროტურიზმით დაინტერესებულებისთვის - თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

სერტიფიცირებული და კვალიფიციური გიდები, ხარისხიანი სერვისი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ტურისტისა და ავტორიტეტის შენარჩუნება და განვითარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც გიორგი ბერიძის აზრით, ქართული და განსაკუთრებით მესხეთის ტურიზმის გაძლიერებას ესაჭიროება.

რა პრობლემების წინაშე დგას ტურიზმი და როგორია ერთი გიდის მიერ დანახული გამოსავლის გზა - ნახეთ დოკუმენტური ფილმი "მესხეთის გიდი".

| Print |