დოკუმენტური ფილმი
როგორ მოვითმინო, 4 თვეა შვილებისგან არაფერი გამიგია - 82 წლის მოხუცი ვალედან

უკრაინის ომმა ვალეში მცხოვრები პოზოიანების ოჯახის ცხოვრება შეცვალა. 82 წლის ცოლ–ქმარს ევგენიასა და ვლადიმერს ორი თვეა უკრაინაში მცხოვრები შვილების შესახებ არაფერი სმენიათ.

ალექსანდრე და სლავიკი სკოლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად დონბასში გადავიდნენ. მშობლებთან ბოლოს მარტის დასაწყისში ისაუბრეს. მოხუცები ტელეფონს ხელიდან არ უშვებენ, თუმცა შვილების შესახებ ამ დრომდე ვერაფერი გაიგეს.

30 წელზე მეტია უკრაინაში მათი ორი, ხოლო რუსეთში ერთი შვილი ცხოვრობს. ძმებს ვერც ვორონეჟში მცხოვრები უფროსი ვაჟი უკავშირდება. ოჯახი დახმარებას ითხოვს.
| Print |