ფარმა–რჩევები
წითელ წიწაკაში ბედნიერების ჰორმონია (ვიდეო)
წითელი წიწაკა მძაფრი არომატის მქონე მცენარეა ცხარე და ძალიან მწველი გემოთი, რომელსაც აძლევს ალკალოიდი კაპსაცინი.

იგი ყველაზე მეტია თესლებსა და ტიხრებში. წიწაკა მდიდარია C, A, B ვიტამინებით, შაქრებით, მინერალური მარილებით, ეთერზეთებითა და ცხიმოვანი ზეთებით.

გამოიყენება, როგორც სანელებელი და სამკურნალო მცენარე. მედიცინაში გრძელი წიწაკის მწარე ჯიშებისგან ამზადებენ მადის მომგვრელ და მონელების გასაუმჯობესებელ ნაყენებს, მალამოებს, წიწაკის საფენებს.

გამოიყენება სხვადასხვა შოკის, სისხლდენების, სისხლის მიმოქცევის უკმარისობისას და სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ.

წითელი ცხარე წიწაკა სიცოცხლეს ახანგრძლივებს. წიწაკის საიდუმლო კომპონენტ კაპსაიცინშია, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს.

წიწაკა აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, აჩქარებს თმის ზრდას; გვეხმარება სტრესთან და დეპრესიასთან გამკლავებაში; საუკეთესოა თავის ტკივილსა და უძილობასთან საბრძოლველად; გამოიყენება გრიპისა და გაციების ეფექტური სამკურნალო საშუალებად. წითელი წიწაკა ბედნიერების ჰორმონია.

ადრე აღიარებული აზრი, რომ სიცხარე კუჭისთვის მავნებელია, არ დამტკიცდა, პირიქით, კაპსაცინი ტკივილგამაყუჩებელი გამოდგა. ცხარე წითელი წიწაკა გახდომაშიც ძალიან გვეხმარება.

ცხარე კერძი ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ამიტომაც კალორიებიც მალე იწვის. ცხარე კერძები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ადუნებს კუნთებს და ხსნის სისხლძარღვების სპაზმებს, ტვინს აწვდის სიგნალს, რომლის შედეგადაც ორგანიზმში მორფინი გამომუშავდება, რაც გუნება-განწყობას აუმჯობესებს.

საკმარისია 100 გრამი ტკბილი წიწაკა მიიღოთ და ვიტამინ C-ს მთელი დღის ნორმას 3-ჯერ გადააჭარბებთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წითელ და ყვითელ წიწაკაში ვიტამინი C 4-ჯერ მეტია, ვიდრე მწვანეში, ყვითელი წიწაკა კი რკინით არის მდიდარი.

დიეტოლოგები წიწაკას კალიუმის მაღალი შემცველობისთვის ძალიან აფასებენ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ვიტამინებისა და მიკროელემენტების სრულად შენარჩუნებისთვის ეს ბოსტნეული ჯობია უმი მიირთვათ.

| Print |