ფარმა–რჩევები
კომში - ხილი, რომლის კურკაც და ფოთოლიც კი სასარგებლოა

 


კომში საოცარი ხილია, რომლის არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ კურკა და ფოთოლიც კი სასარგებლოა. იგი გამოიყენება როგორც უმი, ასევე ჯემების, მურაბის და კომპოტის სახით. ხშირად იყენებენ ხორციან კერძებშიც.

კომში სამკურნალო თვისებებით ერთ-ერთი გამორჩეული ხილია. მასში არის A, B, c ჯგუფის ვიტამინები, კალიუმი, ნატრიუმი, მიკრო და მაკროელემენტები, რკინა, თუთია, ამინომჟავები, ფრუქტოზა, ეთერზეთები, ღვინისა და ლიმონის მჟავა. ცოტა ხილი თუ მოიწონებს თავს ამგვარი მდიდარი შემადგენლობით.

ეს არის დაბალკალრიული, დიეტური პროდუქტი, რომლის 100 გრამი შეიცავს მხოლოდ 40 კკალ-ს.
| Print |