ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +27, +32, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში +25, +30, ქვეყნის მთიან რეგიონებში +24, +29, მაღალმთიან რაიონებში +20, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისშიც მიმდინარე კვირაში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, აქ ცვალებად ამინდს უნდა ველოდოთ.

ახალციხეში დღისით მზიანი ამინდი და 24 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით ტემპერატურა 10 გრადუსამდე გათბება.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით 25 გრადუსი იქნება, ღამით კი 12 გრადუსია მოსალოდნელი.

ადიგენში დღისით 25, ღამით კი 13 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 20 და ღამით 9 იქნება.

სინოპტიკოსები ნინოწმინდაში დღისით 19-სა და ღამით 9 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 19 გრადუსს, ხოლო ღამით 8-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 16 ღამით კი 7 გრადუსს.

| Print |